გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა

28-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას, ხვალინდელ დღეს. წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. მოგვენატრა ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ჟურნალისტის კითხვას, პოლიციის მობილიზებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად საპოლიციო ძალები საჭიროების მიხედვით გადაადგილდებიან.

 

„ჩვენ წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გადაადგილებას გააგრძელებენ საღამოსაც. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა სახის გამოწვევას რაც შეიძლება იყოს,“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031