28-11-2018
NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის, პერ ეკლუნდის განცხადებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური ნეგატიური კამპანიის ფონზე წარიმართა.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მისივე თქმით, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები უბნებზე კარგად მუშაობენ.
„სამწუხაროდ, საკმაოდ ნეგატიურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურის წინ. ვწუხვართ, რომ ასეთ პოლარიზებას აქვს ადგილი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საარჩევნო პროცესის ობიექტური შეფასებისთვის საჭიროა ყველა უბნიდან სრული სურათი გვქონდეს. ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციების შეგროვება გრძელდება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები უბნებზე კარგად მუშაობენ,“ - განაცხადა NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.