29-11-2018
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და გრიგოლ ვაშაძე საკუთარ ამომრჩეველს, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს დღეს საღამოს 18:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში ელოდებიან.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვერაზე მსჯელობა სამოქმედო გეგმაზე იქნება. ასევე, საუბნო მონაცემებს და შედეგებს შეაჯამებენ.
„გვექნება ჩვენს მხარდამჭერებთან შეხვედრა, რომლებსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. გვექნება მსჯელობა სამოქმედო გეგმაზე. რაც მთავარია, მანამდე შევაჯამებთ საუბნო მონაცემებს, შევაჯამებთ ყველა იმ შედგეს, რაც იყო არჩევნების თვალსაზრისით და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვინც არ შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომ მათი მოსაზრებებიც ვიცოდეთ და ჩვენი სამოქმედო გეგმას უკვე საბოლოოდ, გავაცნობთ მთელ საქართველოს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში კენჭს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იყრიდნენ. ხმათა უმრავლესობით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.