29-11-2018
კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამჯერად გვირილების თაიგული მიართვა.
მანვე ზურაბიშვილის გამარჯვებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კამერასთან კომენტარი გააკეთა.
„დღეს ქართულმა სულმა, ქართულმა ღირსებამ და ხვალინდელმა დღემ გაიმარჯვა.
საქართველომ გაიმარჯვა. ჩეკისტები კი ვერასოდეს ვეღარ გაიმარჯვებენ. საქართველოში საბჭოთა კავშირი ვეღარასოდეს დაბრუნდება. ეს გვირილების თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, ხოლო "რუსთავი 2"-ს და "ნაციონალურ მოძრაობას" გული რომ არ დაგწყდეთ, თქვენთვის "ვენოკი" მაქვს შეკვეთილი", - განაცხადა ხაინდრავამ.