გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: დესტაბილიზაცია არ არის მარტო სააკაშვილის ამოჩემება, ვფიქრობ, რომ გარკვეული გეგმითაც მოქმედებს

29-11-2018

პარლამენტის თავმდჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მისი აზრით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული სტრატეგიული გეგმა გააჩნია და ამ გეგმის ნაწილი დესტაბილიზაციაა.

 

“მე ვფიქრობ, რომ საერთოდ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ვაშაძემ ზოგადად ამ მიმართულებამ, არც ვიცი რა ვუწოდო, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არაადექვატური განცხადებები გააკეთა.

 

ეს ის არის, რაც ყველა შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ აწყობს, არა თუ არ აწყობს, შიშით უყურებს ასეთ პერსპექტივას. დესტაბილიზაცია არ არის მარტო სააკაშვილის ამოჩემება, მე ვფიქრობ რომ გარკვეული გეგმითაც მოქმედებს.

 

მას გარკვეული სტრატეგიული გეგმა გააჩნია და დესტაბილიზაცია ამ გეგმის ნაწილია,“ - განაცხადა გია ვოლსკმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031