გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის ბიურომ ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით კვოტების ახალი გადანაწილება დაამტკიცა

22-01-2018

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პარლამენტში შემოსულია საქართველოს პრეზიდენტის მომართვა პარლამენტის 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნების შესახებ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაეცემა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტი საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე ბიურომ დაამტკიცა ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კვოტების ახალი გადანაწილება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაზის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. „2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 11მლრდ 487 მლნ ლარის ფარგლებში. რეალურად მივიღეთ 11 მლრდ. 619 მლნ ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაჭარბებამ შეადგინა 131მლნ 500 ათასი ლარი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031