გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა

29-11-2018

გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას, – ამის შესახებ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.

 

„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031