გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს არ ცნობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

29-11-2018

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს და შესაბამისად ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არ ცნობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.


ამის შესახებ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.


„ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს.


ნახეთ, როგორი უმკაცრესი დასკვნები დადეს წამყვანმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. ასეთი მკაცრი დასკვნები 2003 წელსაც კი არ ყოფილა.


მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ისედაც საეჭვო ლეგიტიმაციის ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას და ჩვენ მოვითხოვთ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.


მოვითხოვთ, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან რეგიონალურ-პროპორციული პრინციპით! ასევე, მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


მანვე კვირას, რუსთავველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაცია დააანონსა.


„იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხმა უკეთ გავაგონოთ, კვირას რუსთაველზე ჩვენ მშვიდობიან, უზარმაზარ მანიფესტაციას გავმართავთ“-აღნიშნა ვაშაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031