გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს კატასტროფული გაკვეთილი უნდა გავითვალისწინოთ

30-11-2018

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, «Financial Times»-ი აქვეყნებს სერ ტონი ბრენტონის წერილს, რომელიც 2004-2008 წლებში დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო რუსეთში.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:


„ქერჩის სრუტის გამო მომხდარი რუსეთ-უკრაინის კონფრონტაციიდან ორი პუნქტი გამომდინარეობს: პირველი - კიევ-მოსკოვის ურთიერთობა, რომელმაც ბოლო დროს უკანა პლანზე გადაიწია, ევროპის ცენტრში აფეთქებისთვის გამზადებული ბომბის როლს ასრულებს. იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი რუსეთთან სანქციების არაეფექტურ პოლიტიკას ატარებს (რითაც მას პროვოკაციებზე უბიძგებს) და არა მოლაპარაკებას, სიტუაცია უფრო გართულდება.


მეორე - დასავლეთმა ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამის აშკარა პრეცედენტია საქართველო, რომელმაც, დასავლეთისაგან შეცდომით გამხნევებულმა, კატასტროფის მომტანი შეტევა განახორციელა რუსეთის ძალებზე 2008 წლის აგვისტოში და სამაგიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ცხვირი დაუსისხლიანეს“.


სხვათა შორის, იმ დროს ერთ-ერთმა ამერიკელმა დამკვირვებელმა ბრძნულად შენიშნა, რომ მართალია, დასავლეთს თბილისისათვის „მწვანე შუქი არ აუნთია“ შეტევის დაწყების მანიშნებლად, მაგრამ არც „წითელი“ არ უჩვენებიაო“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად არ ვართ უკრაინის დასაცავად რუსეთს ომი გამოვუცხადოთ, მაშინ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენგან გაწეულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ უკრაინას საქართველოს გზით წასვლაზე არ უბიძგოს“, - წერს ტონი ბრენტონი, ყოფილი ელჩი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930