გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიული ალასანია: სააკაშვილის პერიოდში ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით დიდი რაღაცები გაკეთდა

1-11-2026

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილის მმართველობის დროს ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით დიდი რაღაცები გაკეთდა.


ამის შესახებ გიული ალასანიამ იაგო ხვიჩიას გადაცემაში ისაუბრა.


„ზაზა ბიბილაშვილს ვუსმენდი, რომელმაც ერთხელ კიდევ შეგვახსენა რაც გაკეთდა, თუნდაც ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. რამხელა რაღაცები გაკეთდა, ქვეყანა მთლიანად დაფლეთილი იყო, საქართველო აღარ არსებობდა იმ დროს როცა ესენი („ნაციონალური მოძრაობა“ რედ.) მოვიდნენ... ეს ხომ ფაქტია... და ნელ-ნელა ამ ყველაფრის ისევ შეკოწიწება მოხდა და ეს, სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაშიც არაერთხელ მომხდარა. სულ იბრძოდნენ გაერთიანებისთვის, გამთლიანებისთვის, გაძლიერებისთვის. და სწორედ იმ წლებში ეს მოხდა“ - განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30