გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საკითხს ქართული მხარე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს

22-01-2018

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გეგმავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის ხელძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტზე წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატურასთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„ინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი, რომელმაც აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე უნდა გააკეთოს. გვსურს ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. ბატონ ლებორნს კითხვა დავუსვით სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ის სრულიად იზიარებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ე.წ. ნაცრისფერ ზონებში, ევროსაბჭოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება. პირობა მოგვცა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება ნაცრისფერი ზონები, სადაც ადამიანის უფლებების კუთხით ეფექტური მონიტორინგი ამ ეტაპზე არ ხდება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სასესიო მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031