გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გორში კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს - წაღებულია სიგარეტები და ფული

30-11-2018

გორში, კომბინატის დასახლებაში, წუხელ კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სიგარეტები.

შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, მოხდა.

შს სამინისტრო ადასტურებს, რომ მაღაზიასთან ერთად, გატეხილია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

,,მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით" - აცხადებენ პრეს-სამსახურში. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დაკარგული თანხის ზუსტი ოდენობა დგინდება.

წუხელვე მაღაზია გაქურდეს იმავე დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე, საიდანაც ხურდა წაიღეს.


qartli.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031