გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

1-12-2018

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვცებას ულოცავს:


"მის აღმატებულებას სალომე ზურაბიშვილს


საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს

მინდა, იტალიელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევა და გულწრფელად გისურვოთ წარმატებები თქვენი მაღალი მისიის შესრულებისას.


საქართველოში ჩემი ამასწინდელი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც დიდი სიამოვნებით მახსენდება, დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და იტალიას დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ხშირ ინსტიტუციულ კონტაქტებსა და მზარდ ნაყოფიერ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეფუძნება.
ვიმედოვნებ, რომ თქვენი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, თბილისსა და რომს შორის არსებული მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და შეიძენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უფრო ფართო ჭრილში.


ამ სურვილებით, კიდევ ერთხელ გულითადად გისურვებთ კეთილდღეობას თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს"-ნათქვამია მისალოც წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930