1-12-2018
რადიო «Эхо Москвы»-ს გადაცემა «Особое мнение»-ში პროგრამის წამყვან ევგენი ბუნტმანთან საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ ისაუბრა:
„ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია. მე მას პირადად ვიცნობ და ვულოცავ გამარჯვებას იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძემ და „საკაშვილოველებმა“ ეს არჩევნები ვერ მოიგეს. კაცმა რომ თქვას, [ქართველებს არც „მეოცნებეები“ არ მოსწონდათ და არც „ნაციონალები“], მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მათთვის, როგორც ჩანს, უფრო უარესი აღმოჩნდა. საერთოდ კი, როგორც ვხვდები, ქართველებს სულ უფრო უძლიერდებათ სურვილი თქვან - „ორივე ჭირსაც წაუღიხართ“ და ელოდებიან ნამდვილად ეროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებზე ორიენტირებულ ძალას, რომელიც გადაარჩენს მართლმადიდებელ საქართველოს და უძველეს ივერიას“ (წყარო: https://echo.msk.ru/programs/personalno/2323713-echo/).