გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ქვარაია სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო

1-12-2018

სამეგრელოს რეგიონში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობა და სამთავრობო სტრუქტურები უკვე მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი.


დღეს, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია იმყოფებოდა და ადგილზევე ეცნობოდა სტიქიით მიყენებულ ზარალს.

პარლამენტის წევრმა მოსახლეობასთან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის მაქსიმალური დახმარება გაუწიოს თითოეულ დაზარალებულს:


"სამწუხაროდ სტიქიამ ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა მოსახლეობა. ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სწავლობს და შესაბამისად არცერთი დაზარალებული უყურადღებოდ არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ვიქნებით თქვენს გვედით, მანამ სანამ ვითარება არ დასტაბილურდება. საგანგებო შტაბი და ცხელი ხაზი იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში"- აცხადებს მერაბ ქვარაია.


საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 595 90 11 15 ; 599 72 84 74

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930