გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სასამართლომ კარვის გაშლაზე სარალიძის სარჩელის განხილვა შეწყვიტა

3-12-2018

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში  შსს-სა და  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი განიხილეს.

 

სასამართლომ კარვის გაშლაზე სარალიძის სარჩელის განხილვა შეწყვიტა.

 

„სასამართლომ თქვა, რომ თუ ოდესმე კარავის დადგმის უფლება შეგიზღუდეს, მაგრამ დღეს კარავი გაშლილი გაქვს, არ ვიმსჯელებ, შეზღუდვა კანონიერი იყო თუ არაო. ასე რომ, სარალიძე-მაჩალიკაშვილის საქმეზე ისე დასრულდა პირველ ინსტანციაში საქმის განხილვა, არ ვიცით, შსს მოქმედება კანონიერი იყო თუ არა. წარმომიდგენია, როგორი ცუდი პრაქტიკის წინაპირობა შეიძლება გახდეს ეს გადაწყვეტილება შსს-თვის“,- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

 

„დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, ორი მიზეზით არის მნიშვნელოვანი, პირველი – პრაქტიკულად, სამინისტრომ დაადასტურა რომ დღეს საფუძველი არ არსებობს, რომ კარავი არ იყოს გაშლილი, თუმცა სასამართლომ სარჩელის მოთხოვნის პირველ ნაწილში, შეფასებულიყო, რამდენად კანონიერი იყო მოთხოვნა შსს-ს მხრიდან, რომ იქ კარავი არ ყოფილიყო გაშლილი თავის დროზე, მსჯელობისგან თავი შეიკავა და ამ ნაწილშიც შეწყვიტა საქმის განხილვა.

 

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ცუდი შეტყობინება, რადგან, თუკი ოდესმე ვინმე მოინდომებს კარვის გაშლას და სამინისტრო მოვა და გეტყვით, რომ არ გაგაშლევინებთ კარავს, ამის შემდეგ ორი თუ სამი თვის თავზე, როცა კარავი უკვე გაშლილია და განიხილავს სასამართლო ამ საქმეს, სასამართლო არ იმსჯელებს, პირველად, როცა კარვის გაშლა გსურდათ, შეგეზღუდათ თუ არა კანონიერი უფლება. მან შეიძლება ძალიან ცუდ პრაქტიკას დაუდოს საფუძველი“, - განმარტა სხდომის დასრულების შემდგომ სულხან სალაძემ.


liberali.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930