გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები შოუბიზნეს დაიჯესტი
2019 წელს საპენსიო სააგენტო 3.8 მილიონი ლარით დაფინანსდება

4-12-2018

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3.8 მილიონი ლარი იქნება. მანამდე სააგენტოსთვის 1 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

 

გაზრდილი დაფინანსებიდან კი მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე 2 მილიონი ლარის მიმართვაა გათვალისწინებული.

 

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება.

 

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლია გაეცნონ ინფორმაციას, ვისზე ვრცელდება და არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ვისთვისაა სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნველყოფა.

 

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031