გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
  გიორგი გახარია: როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი ორჯერ უფრო მომთხოვნი ვიქნებით

23-01-2018


 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სადაც პოლიციელის ღირსება იქნება შელახული, უწყება პრინციპული იქნება, ისევე, როგორც თანშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

ამის შესახებ მან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

 

„ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპულნი. ასევე ზუსტად, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება მის უფლებამოსილებს გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის გამოძიებას და ვნახავთ შედეგებს- იქ თუ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031