გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმში პოლიციის შენობაში მდებარე ჰოსტელის გაქურდვა სცადეს

5-12-2018

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში გვიან ღამით ორი პირი შეიჭრა. მათ სტუმრებს თავდაპირველად თავი პოლიცელებად წარუდგინეს და განუცხადეს, რომ ნარკოტიკებს ეძებდნენ.


ჰოსტელის მეპატრონის თქმით, შენობაში შესვლის შემდეგ ძარცვა დაიწყეს. ჰოსტელში მცხოვრებმა უცხოელებმა ერთ-ერთი ადგილზევე დააკავეს, მეორე კი გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალე აიყვანეს.


"8 სტუმარი იყო ჰოსტელში, ერთ-ერთი ჩემი სტუმარი სიგარეტს ეწეოდა ეზოში, ორი პირი მას თავს დაესხა და ასე შეაღწიეს შენობაში. ყვიროდნენ პილიციელები ვართ, სასწრაფოდ გამოაჩინეთ ნარკოტიკი და ნივთებიო. ერთს მობილური წაართვეს, კორეელი სტუმრისთვის უნდოდათ აიპოდის წართმევა, თუმცა მან არ მისცა. ამ დროს ერთერთი დააკავეს, პოლიციაც გამოიძახეს. პოლიცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა და მეორეც დააკავა, რომელიც გაიქცა. ერთი დაღესტნელი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე კი ქართველი, არ ვიცი იარაღი ჰქონდათ თუ არა. როგორც გავიგე დაღესტნელს პოლიციაში დანა აღმოაჩნდა"-იხსენებს მომხდარს ჰოსტელის მეპატრონემ ირაკლი გლაზოვმა


ჰოსტელი ბათუმის ცენტრში, მე-6 განყოფილების შენობაში მდებარეობს. ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით არის დაწყებული. დაკავებულია ორივე პირი.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930