23-01-2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსებს აშენებს.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე 2 რვასართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
„2017 წელს საფუძველი ჩაეყარა ორი კორპუსის მშენებლობას. ერთი შენობის მშენებლობა უკვე მეხუთე სართულამდეა ასული, მეორესი კი მე-2 სართულამდე. 2018 წლის შემოდგომაზე ეს კორპუსები ჩაგვბარდება და 120 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ ბინას. მთლიანობაში, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მცხეთაში ყველა ნგრევადი ობიექტი ან კერძო საკუთრება დაიხურება, სადაც დევნილები დღემდე უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. პრაქტიკულად, ქალაქ მცხეთასა და მის შემოგარენში მცხოვრები დევნილების განსახლების პრობლემა გადაიჭრება.
ერთის მხრივ, დევნილთა საცხოვრებელი პირობები შეიცვლება და მეორეს მხრივ, დაიხურება ნგრევადი შენობები, რომლებიც აუშნოებს ქალაქის იერსახეს და შესაძლებელი გახდება ამ ადგილებში ახალი ინვესტიციების განხორციელება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უწყების ცნობით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 23 იანვარს დაიწყო და 1 მარტამდე გაგრძელდება.
განაცხადის შევსება შეუძლიათ ქალაქ მცხეთაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე:
მცხეთაში, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს. 120 ბინიდან 54-ერთოთახიანია, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი, 3 კი ოთხოთახიანი.
19-12-2024
18-12-2024