გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასრულწლოვანისათვის პიროტექნიკის მიყიდვა დასჯადი გახდება

10-12-2018

ახალი წლის მოახლოებასთან და შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად პარლამენტში დღეს ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდება - საუბარია პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის აკრძალვაზე.


დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.


ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული კი – 200 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.  კანონპროექტის ავტორები მისი მიღების საჭიროებას გასული წლების გამოცდილებით ხსნიან.


„რეგულაციის მთავარი მიზანი არის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პიროტექნიკაზე წვდომის შეზღუდვა , რადგან თავიდან ავიცილოთ ტრავმატიზმი, რომელიც უკავშირდება პიროტექნიკის გამოყენებას.


ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი მშობლებისთვის,რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება პიროტექნიკაზე წვდომა“-ამბობს მარიამ ჯაში.



guriismoambe.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930