გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კამპანია „არა ბულინგს“ საქართველოს მასშტაბით დაიწყო

10-12-2018

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ჩატარდება.


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და პროექტ „დიოჯეის“  ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებზე რაიონული  პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების  სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,  სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან და ბულინგის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ისაუბრებენ  რაში და როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი და რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ მიმართულებით. ასევე ისაუბრებენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ და ბულინგის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.


ასევე კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის არტ-ნამუშევრების გამოფენა და ველომარათონი.


ბულინგის წინააღმდეგ მიმართული  კვირეული   თბილისში დასრულდება, სადაც  მოსწავლეების მიერ თემაზე „არა ძალადობას“ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართება.


კამპანია „არა ბულინგს“ ერთი კვირა გაგრძელდება და მისი მიზანია  არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930