გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნება თბილისში ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა

10-12-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა დედაქალაქისთვის საინტერესო პროექტი იქნება.

 

როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ე.წ. ქარშერინგი, რომელიც ევროპის ბევრ ქალაქშია განვითარებული, საკმაოდ იაფი და კომფორტულია და მისი მომსახურებით თავადაც ხშირად სარგებლობს.      

 

„ყველა განვითარებულ, თანამედროვე ქალაქში არის ე.წ. ქარშერინგი, სადაც ავტომობილის იჯარით აღებაა შესაძლებელი. ასევე, არის ველოსოპედების, ელექტროველოსიპედების გაქირავებაც. საკმაოდ საინტერესოა და ბევრი ადამიანი, მათ შორის, მეც ვსარგებლობ, როდესაც ევროპულ ქალაქებში ვიმყოფები. ეს სერვისი  კომფორტული და იაფია და მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით საინტერესოა ველოსიპედების მიმართულება. მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნებოდა თბილისში ანალოგიური სერვისის დანერგვა. თუ კერძო სექტორი დაინტერესდება და ისინი განახორციელებენ ამ პროექტს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა თვალსაჩინოებისთვის მსგავსი დანიშნულების ველოსიპედიც წარადგინა. კახა კალაძის განმარტებით, მისი მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირების, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერისა და აბონემენტის შეძენის, ან ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ; ველოსიპედს აქვს სპეციალური ჩამკეტი, რომელიც მხოლოდ ტელეფონში გადმოწერილი სპეციალური აპლიკაციის შეხებით იხსნება; სარგებლობის შემდეგ, ველოსიპედის დატოვება ნებისმიერ ადგილზე, პარკირების გარეშეა შესაძლებელი; ველოსიპედის გადაადგილება GPS-ის საშუალებით კონტროლდება.

 

თბილისის მერის თქმით, მერიის მიერ განხორციელებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, სადაც ამის შესაძლებლობა იყო, ველობილიკების მოწყობა გათვალისწინებულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930