გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში, ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა

12-12-2018

თბილისში, პეკინის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.


როგორც 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი 13 წლის მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30