23-01-2018
რუსეთში ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბებიას სამი თვის შვილიშვილი ხელიდან გაუვარდა. სამწუხაროდ, ექიმებმა ტრამვირებული ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან იგი საავადმყოფოში დაგვიანებით, სამი დღის შემდეგ მიიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ბებიასთან ერთად სახლში იმყოფებოდა ბავშვის 17 წლის დედა, რომელსაც კიდევ ჰყავს წლინახევრის შვილი. ეს ოჯახი ადგილობრივ სოციალურ სამსახურში აღრიცხვაზე “სოციალურად სახიფათო ოჯახის” სტატუსით იმყოფება.
ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, სოციალურმა სამსახურმა ოჯახის უფროსი, 1,5 წლის ვაჟი ჩამოართვა და აღსაზრდელად სახელმწიფო დაწესებიულებას გადასცა.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის, ვლადიმირის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით – “გაუფრთხილებლობით ადამიანისათვის ზიანის მიყენება, რამაც სიკვდილი გამოიწვია”.