გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პარლამენტს ქალისა და კაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების სთხოვენ

13-12-2018

საქართველოს პარლამენტს ქალისა და კაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების თხოვნით მიმართავენ. ინიციატივა მოქალაქე რევაზ ფახურიძეს ეკუთვნის. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.


ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და მისი განხილვა, პარლამენტის ბიუროს გადააწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.


როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, მოქალაქე ითხოვს, რომ ქალისა და კაცის საპენსიო ასაკი 60 წელი იყოს. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, კაცებს პენსიაზე გასვლა 65, ხოლო ქალებს - 60 წლის ასაკიდან შეუძლიათ. 


2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება. 


„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.


დაინტერესებულ პირებს შეუძლია გაეცნონ ინფორმაციას, ვისზე ვრცელდება და არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ვისთვისაა სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნველყოფა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031