გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ირაკლი ოქრუაშვილი: მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს? სამას ლარს გადავიხდი

13-12-2018

თბილისის მერის ვარდისფერი ქუდით გამოჩენამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ირაკლი ოქრუაშვილმა ფეიქბუქის პირად გვერდზე კახი კალაძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:


"ტყუილად მოვიყვანე თოვლის ბაბუა ბოლო ორ ახალ წელს და ტყუილად გადავყარე გამოძახებაზე ას-ასი ლარი. მაინც აღარ სჯერათ ბავშვებს ისეთ ასაკში არიან. შარშან სულ წვერებით ითრიეს და მატყუარა ეძახეს. წელს მინდა რამე განსაკუთრებული სიურპრიზი მოვუწყო და გავამხიარულო.


ვინმემ ხომ არ იცით თბილისის მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს 31-ში 12 საათზე? სამას ლარს გადავიხდი. მეტი არც მე მიღირს და არც ეგ არ ღირს." - წერს ოქრუაშვილი.


resonancedaily.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728