გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სალომე ზურაბიშვილი: მთავრობასთან და პარლამენტთან ალბათ ვიდავებ და გავაკრიტიკებ კიდეც მათ

13-12-2018

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თავისი მოღვაწეობის პერიოდში მთავრობასთან და პარლამენტთან დავა მოუწევს, რათა საკუთარი პოზიციების მართებულობა დაამტკიცოს.


ეს განცხადება ზურაბიშვილმა რუსულ ოპოზიციურ ჟურნალ «Новое время//The New Times»-ს ჟურნალისტ, ანა ნემცოვასთან საუბრისას გააკეთა.


„საქმე იმაშია, რომ მე პარტიას უნდა დავეყრდნო, ჩემი ინიციატივები პარლამენტს და მთავრობას უნდა მივაწოდო. მე, ალბათ, მათთან ვიდავებ, გავაკრიტიკებ კიდეც, როცა ჩემს ინიციატივებში მათი დარწმუნება მომიხდება, თუმცა, რა თქმა უნდა, პირდაპირი კონფრონტაციაზე არ წავალ. თუ, რასაკვირველია, ისეთი კონფლიქტი არ მოხდება, როგორიც, მაგალითად, ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის იყო, როცა მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. პრეზიდენტთან ვერ შევთანხმდი და დავშორდით“-აცხადებს ზურაბიშვილი.


p.s. სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031