გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ეთნიკურ საფუძველზე კონფლიქტი არ არსებობს, რაც ხელისშემწყობი ფაქტორია რუსეთთან პრობლემის მოგვარებაში

23-01-2018


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკთხი კონსტრუქციული და პრინციპული მიდგომით უნდა მოაგვაროს.

 

ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ევრაზიის საკითხებზე გამართული დისკუსიის ფარგლებში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია.

 

„ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ ეს პრობლემა კონსტრუქციული, თუმცა პრინციპული მიდგომით უნდა მოვაგვაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჩვენი დასავლური ინტეგრაცია და ამასთან მოვძებნოთ საერთო სფეროები, რათა პრობლემის მოგვარება დავიწყოთ. ასეთი სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი გახსნილია. ყოველწლიურად საქართველოში მილიონობით ტურისტი ჩამოდის. მინდა გითხრათ, რომ კონფლიქტი არ არსებობს ეთნიკურ საფუძველზე საქართველოში, რაც ხელისშემწყობი ფაქტორია კონფლიქტის მოგვარებაში. თუმცა რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს ჩვენი არჩევანი. ჩვენი დისკუსია უნდა იყოს დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031