გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ირანი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

13-12-2018

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სამინისტროს პრესსპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა. ინფორმაციას Tasnim News Agency ავრცელებს.


პრესსპიკერის განცხადებით, ირანის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ზოგიერთი ირანელის მიმართ გამოხატული უპატივცემულო დამოკიდებულების გამო მიიღო. 


"ჩვენ ყურადღების ვაკვირდებით იმ ირანელების საქმეებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ საქართველოში საჰაერო და სახმელეთო გზით შესვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბაჰრამ ქასემიმ. 


დეკემბრის დასაწყისში ირანულმა მედიამ დაწერა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული. მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდა.


ამ საკითხზე მალევე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მინისტრის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს. 


“ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს, განსხვავებული ინფორმაცია. ბუნებრივია, იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში და ყველა ამ მიმართულებით, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია. მათაც ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ პასუხი კითხვებს, რომელიც არსებობს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728