13-12-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან საქართველო გადაღლილობის გამო დატოვა.
ეს განცხადება სააკაშვილმა ისრაელის ტელეკომპანიის, «9 канал»-ის ეთერში გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე - „რატომ წახვედით საქართველოდან, როცა თქვენი პრეზიდენტობის ვადა დასრულდა? თქვენი პარტიის არჩევნებში წაგება „ცოცხების სკანდალმა“ განაპირობა, რომელსაც თქვენ ინსცენირებად მიიჩნევთ. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ დაიწყეთ სიმართლის დადგენა?“, სააკაშვილმა უპასუხა:
„არა, ასე არ არის. მე საქართველოდან იმიტომ წავედი, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი. მე ვთქვი, რომ დასვენება მინდოდა და ქართველ ხალხსაც ჩემგან დასვენება სურდა. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. რამდენ ხანს იყო ბენიამინ ნეთანიაჰუ [პირველად] ხელისუფლებაში? იგი ლექციებს კითხულობდა. მეც ლექციების კითხვა დავიწყე, შემდეგ ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდა. საერთოდ, პოლიტიკოსების ბედში სხვადასხვა პერიპეტიები ხდება. ახლა ქართული პოლიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ იმავდროულად ვრჩები უკრაინულ პოლიტიკაშიც“-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge