გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქედაში, სოფელ აბუქეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

14-12-2018

ქედაში, სოფელ აბუქეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია, თუმცა ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა მობილიზებულია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.


„ქედაში ამ დროისთვის აღარ თოვს. თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 10 სმ-ია. უამინდობას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. მეწყერი განვითარდა აბუქეთის საავტომობილო გზაზე, ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა მობილიზებულია და მალე დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მხოლოდ სოფელ ნამონასტრევს არ მიეწოდება, სადაც მობილური ჯგუფი უკვე მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე",- აცხადებენ ქედის მერიაში.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930