გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი: ქართველი ხალხი ამას არ „ჩაყლაპავს“

16-12-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი გუნდი ხელისუფლების შეცვლას შეძლებს.

ეს განცხადება სააკაშვილმა ისრაელის ტელეარხ «9 канал»-ის ეთერში, არხის მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ დიმიტრი დუბოვის საავტორო გადაცემა «Война и мир»-ში გააკეთა.


„მთავარი, რაც არჩევნებზე მოხდა, ისაა, რომ მასობრივი გაყალბება დაფიქსირდა. ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაც არსებობს. ასეთი ცუდი დასკვნა თვით ედურად შევარდნაძის დროს ჩატარებულ არჩევნების შემდეგაც არ გაკეთებულა (...) ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ აღიარებს. ჩვენ შევეცდებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და მთავრობა გადადგეს, ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად და ამას არასდროს არ გავაკეთებთ. ჩვენ საქართველოში დემოკრატიას დავაბრუნებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინმა ისეთი წესი დანერგოს, როგორიც რუსეთში და კიდევ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში დანერგა... საქართველოში ჩასული იყო ვიქტორ მედვედჩუკი [უკრაინელი პოლიტიკოსი, პრორუსულად განწყობილი პიროვნება], რომელიც ჯერ ვლადიმერ პუტინთან სტუმრობდა, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილს და არჩევნებს მასთან ერთად აკვირდებოდა. ჩემი აზრით, ეს ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და მიმაჩნია, რომ ქართულ არჩევნებში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება. პირველი, ვინც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, კონსტანტინე კოსაჩოვი იყო. ასე რომ, საქმე გვაქვს გეოპოლიტიკურ თამაშებთან და ეს ყველაფერი ჩემთან არანაირ კავშირში არაა. თვითონ განსაჯეთ: გამოკითხვების მიხედვით, მე ოთხჯერ მეტად ვარ პოპულარული, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, მას მხოლოდ 18%-იანი რეიტინგი აქვს. როგორ შეიძლება ასეთი [დაბალი]პოპულარობის მქონე ადამიანმა არჩევნები მოიგოს? კარგი, 2012-ში კიდევ მესმის, მაშინ პოპულარობით სარგებლობდა და დაპირებები დაარიგა, მაგრამ ახლა?! იგი სძულთ და არჩევნებს მოიგებდა? ქართველი ხალხი ამას არ „ჩაყლაპავს“... ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლება მშვიდობიანად შევცვალოთ“-განაცხადა სააკაშვილმა.


ამავე ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსებმა კიევი იმიტომ ვერ დაიკავეს, ოლქში გუბერნატორი რომ თავად იყო.


p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930