გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: თუ აქცია კანონის ფარგლებში იქნება, არანაირი პრობლემა არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს მას

17-12-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული აქციის შესახებ, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ აქცია კანონის ფარგლებში იქნება, მისი ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს.

„კანონის ფარგლებში თუ იქნება ეს ყველაფერი, არანაირი პრობლემა არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს ამ აქციას. მთელი 2018 წლის განმავლობაში, არაერთი დემონასტრაცია და აქცია იყო და პოლიციამ კარგად აჩვენა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ისევე, როგორც გუშინ, კარგად დაინახა საზოგადოებამ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ გადაადგილების თავისუფლებას. თუ ადამიანები არ გასცდებიან, გადაადგილების თავისუფლებას არანაირი პრობლემა არ არის“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031