გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს

17-12-2018

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „გენი ქართული“ აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ბავშვის ჯანსაღი კვება და უსაფრთხო ბავშვობა“ (რა იწვევს ტყვიის მაღალ შემცველობას ბავშვის ორგანიზმში, უსაფრთხო სათამაშო) გამართეს.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, საქველმოქმედო პროგრამის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი, პროფესორი ნინო თოთაძე და პროფესორი რევაზ სულუხია ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია კლინიკაში “ბაზი” გაიმართა.


აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ათ მრავალშვილიან ოჯახს 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები გადაეცა.


ასევე, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანია „ისი-პარის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია შამუგიამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031