გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17-12-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ზღვისუბნის დასახლების XIმიკრორაიონის I,II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ზღვისუბნის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 12 საათამდე შეეხება შეზღუდვა გულიას ქუჩის, 12 საათიდან 13 საათამდე დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, გრიშაშვილის, საბატონოს, წითლანაძის და გულუას ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების(ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 “დ“ქუჩის და შუამთის ქუჩის, ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე ენუქიძის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, მებაღეობის, რაზიკაშვილის,ჭიჭინაძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.


10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას იყალთოს, ტეხურის, გამრეკელის, საბურთალოს, ბაგრატიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, ბოცვაძის, კოსტავას, ვერიკო ანჯაფარიძის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის და ტაშკენტის ქუჩების, 11 საათიდან 16 საათამდე მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის, 11 საათიდან 12 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930