გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქსტატი: საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი 852 ლარს, მამაკაცის ხელფასი კი 1360 ლარს შეადგენს

18-12-2018

მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 პროცენტი); 

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6 პროცენტი); 

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასების განაწილება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით.

2018 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 851.9 ლარით, ხოლო კაცების - 1360.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 42.5 და 66.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს"-აცხადებენ საქსტატში.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1186.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 43.2 ლარი). საქმიანობების სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2186.0 ლარი, წლიური ზრდა 10.9 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1811.4 ლარი, წლიური ზრდა 19.5 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება.

ასევე, 2018 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 76.8 ლარით და 1019.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031