გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
„currenttime.tv“ (აშშ): ქვეყნის პერსპექტივა ახალ პრეზიდენტთან ერთად - რა ელოდება საქართველოს?

18-12-2018

აშშ-ის რადიოსადგურების «RFE//RL» („თავისუფლება//თავისუფალი ევროპა“) და «Voice of America» („ამერიკის ხმა“) ერთობლივი პროექტის - რუსულენოვანი ტელეარხის «Настоящее время»-ს (მისი მთავარი ოფისი ჩეხეთში, პრაღაშია) პროგრამაში «Вечер с Ириной Ромалийской» გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.

 

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის მიმოხილვას.

 

„საქართველოში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ფონზე გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებით დაიწყო. თელავიდან - ჩვენი კორეპონდენტის ზურაბ მჭედლიშვილის რეპორტაჟი“, - ამბობს პროგრამის წამყვანი ირინა რომალისკაია და ეკრანს თელავის მისადგომებთან მომხდარ ამბებს უთმობს:

 

„პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ყველაზე მწვავე შეტაკება სოფელ მუკუზანთან მოხდა, სადაც თელავის მიმართულებით ავტომაგისტრალი გადის. შეურიგებელი ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც არ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას, თელავში მანიფესტაციის გამართვას გეგმავდნენ, მაგრამ ინაუგურაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თელავის მისადგომები პოლიციამ ჩაკეტა: გზებზე ჩააყენეს ავტობუსები, ავტომანქანები და ძველი სარკინიგზო ლოკომოტივიც კი, რამაც მუკუზნელები ძალიან გააკვირვა - კახეთის რკინიგზის ამ მონაკვეთზე მატარებელი 1990-იანი წლებიდან აღარავის უნახავს“, - აღნიშნულია ზურაბ მჭედლიშვილის რეპორტაჟში, რომელშიც საუბრობენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და აქციის ზოგიერთი მონაწილე.

 

„ოპოზიციონერებმა თელავის ცენტრამდე ვერ მიაღწიეს: სანამ ისინი პოლიციას უპირისპირდებოდნენ, კახეთის მეფეების ყოფილ რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილმა, მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით, პრეზიდენტის ფიცი დადო. თავის საინაგურაციო სიტყვაში მან მოიხსენია თავისი წინამორბედები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც და განაცხადა, რომ იგი საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება და მათ უფლებებს დაიცავს. იგი შეეხო რუსეთთან ურთიერთობას და საქარტველოს სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს“, - აღნიშნავს ზვიად მჭედლიშვილი თავის რეპორტაჟში.

 

ირინა რომალისკაია: მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს  „პრორუსულ“ კანდიდატს უწოდებდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის მოქმედებას აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ „რესპუბლიკებში“ „ოკუპაცია“ უწოდა. თითქოს სალომე ზურაბიშვილს უპასუხაო, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტებთან ინტერვიუში საქართველოს შესახებ ასე განაცხადა: „ისინი [ქართველები] აცნობიერებენ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს და იციან, რომ ნებას არ მივცემთ აგრესორებს ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხან“.

 

სერგეი ლავროვის განცხადების კომენტარი ვთხოვეთ გია ხუხაშვილს, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო, დღეს კი „საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გახლავთ.

 

გია ხუხაშვილი: „გლობალურ თამაშებში ფსონებმა ძალიან აიწიეს. პრინციპში ჩვენს გვესმის, რომ ამ ომში [დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტში] ფრონტისპირა ქვეყანა ვართ. სერგეი ლავროვმა უფრო მეტად დასავლეთის მისამართით თქვა, ვიდრე საქართველოს მიმართ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მისი მოქმედება ძალიან ჰგავს დონალდ ტრამპის კომპლექსის რეალიზაციას: აშშ-ის პრეზიდენტს ხშირად ბრალს სდებდნენ რუსეთის მიმართ ლიბერალურ განწყობაში [და ამიტომ ის ანტირუსულ განცხადებებს აკეთებდა]. სალომე ზურაბიშვილიც ამგვარი განცხადებებით ცდილობს ბრალდებების გადაფარვას.

 

- თქვენი აზრით, სერგეი ლავროვის განცხადებები უმნიშვნელოა და მას რაიმე გამწვავება არ მოჰყვება?

 

- ჩვენი მხრიდან არა. სალომე ზურაბიშვილს რომც უნდოდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გამწვავება, ამას მაინც ვერ შეძლებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის თანახმად, დიდი ხანია მხოლოდ „საქორწინო გენერლის“ როლს ასრულებს, რომელიც საერთოდ არ განსაზღვრავს ქვეყნის არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკას.

 

- იმ ახალი კონსტიტუციით, რომელიც თქვენ ახსენეთ, განმტკიცებულია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და ნატოსთან. ამასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება საქართველო-რუსეთის ურთიერთობა?

 

- მე არ ვფიქრობ, რომ შეიცვლება. უფრო მეტიც - მე არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საქართველოზე არაიმე არის დამოკიდებული. ისევ გლობალურ პროცესებს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. ვიმედოვნებ, რომ საქართველო თავისი ნებით არ გავა ფრონტის წინა ხაზზე და არ ჩაერთვება გლობალურ დაპირისპირებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკა ზომიერი იქნება. ჩვენ უნდა  ვიფიქროთ და გავარკვიოთ - ვის უფრო მეტად სურს ნატოში გაწევრიანება - ჩვენ თუ ალიანსს? საქმე იმაშია, რომ კარგად უნდა გავითვალისწინოთ გარდამავალი პერიოდის რისკები, რომლებიც აუცილებლად გაჩნდებიან. ჩვენ სიტუაცია უნდა „დავაკონსერვოთ“, რომელიც ფეთქებადსაშიშია. ცნობილია, რომ რუსეთი, ტრადიციულად, დასავლეთს ასიმეტრიულად პასუხობს და ამ თვალსაზრისით საქართველო სუსტ რგოლს წარმოადგენს. ჩვენ დღეს ძალიან აკურატულები უნდა ვიყოთ და მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

---------------

გია ხუხაშვილმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა აგრეთვე „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ («RFI - Radio France Internationale») ჟურნალისტთანაც. გთავაზობთ ამონარიდს:

ქსენია გულია,  კორესპონდენტი: ქართულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ პერმანენტულ აქციებს გამართავს. ჩვენი რადიოს მიერ გამოკითხული ექსპერტები თვლიან, რომ ამჟამად საქართველოში მასშტაბური პოლიტიკური თუ სახელმწიფო კრიზისის წინაპირობები არ არსებობს: ოპოზიციას ამისათვის საკმარისი რესურსები არ აქვს და, პრინციპში, ხალხის მასობრივი მობილიზება მის მიზანს არ წარმოადგენს.

 

გია ხუხაშვილი: ჩვენთან პერმანენტული, მდოვრედ მიმდინარე კრიზისი ყოველთვის მიმდინარეობს და ეს პროცესებიც ისეთივენაირად განვიტარდება მორიგ არჩევნებამდე. ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველ პარტიას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია. თავის მხრივ, „ნაციონალებმაც“ უნდა შეინარჩუნონ მეომარი სული თავიანთ ელექტორატში. არადა, კაცმა რომ თქვას, ეს ისეთი თამაშია, რომელიც საზოგადოებას ყელში ამოუვიდა. ქართული პოლიტიკის პარადოქსი იმაში გამოიხატება, რომ ეს ორი პარტია, რომლებიც ხელისუფლებას იყოფენ, უკვე დიდი ხანია ქართული საზოგადოებისათვის არალეგიტიმურები არიან - მათ მოსახლეობის 60% უნდობლობას უცხადებს“ (წყარო: http://ru.rfi.fr/kavkaz/20181217-v-gruzii-oppozitsiya-anonsirovala-nepreryvnyi-protest).

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930