გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პაატა დავითაია: 'შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა

18-12-2018

შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა დავითაიამ განუცხადა პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის კომენტირებისას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო.

„მინდა, ცალსახად ხაზი გავუსვა, თუ არ ვცდები, ბატონი ბურჭულაძე არის თეატრის მთავარი რეჟისორი, არ მახსოვს ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, რა ფორმატში იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად მიუღებელია, შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

როგორც, ჟურნალისტებს პაატა დავითაიამ განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია გააგრძელებს თუ არა ბურჭულაძე, გრიგოლ ვაშაძესთან თანამშრომლობას, თუმცა მისთვის სრულიად მიუღებელია, პუტინის წინაშე სიმღერა.

„პაატა ბურჭულაძე იყო მხარდამჭერი ბატონი გრიგოლ ვაშაძის, აქედან გამომდინარე, არანაირ პრობლემას არ ვხედავ, ახლა ეს მისი პოზიციაა, ის გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, არ ვიცი. ჩემთვის მიუღებელია ეს თემა, ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ ისევეა მიუღებელი ჩემთვის საქართველოს პრეზიდენტი, რომლისთვისაც ლავროვი არის დიპლომატიის ეტალონი. მაშინ ქალბატონი ზურაბიშვილიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ეტალონად ლავროვი რომ ჰყავს. ამიტომ, ეს მსჯელობის და პიროვნული საკითხია. პოლიტიკურად, ხაზი მინდა გავუსვა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პუტინის წინაშე სიმღერა“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. სადაც, პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა.

ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.





primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930