გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ინფორმაცია, თითქოს აღმაშენებლის გამზირზე საღი ხეები მოიჭრა, სიცრუეა

19-12-2018

აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილიდაავადებული ფიჭვების ნაცვლად, ჯანსაღი ხეები დაირგვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა,სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, აღმაშენებლის გამზირზე საღი ხეები მოიჭრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, თითქოს, თბილისის მერია ხეებს უკანონოდ ჭრის. საუბარი იყო აღმაშენებლის გამზირზე. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ამავდროულად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არ დააყოვნა და ამ სიცრუეს ჩვეულ რეჟიმში სიუჟეტი მიუძღვნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვებინამდვილად მოიჭრა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ყველაფერი კი გაკეთდა იმისთვის, რომ ჯანსაღი ხეების დაზიანების ფაქტები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ბევრი დაზიანებული ხეა, რომელთა ჩანაცვლებაზეც შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ.


„სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბევრი დაავადებული ხე გვაქვს. რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა მათ ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნონ, რათა სხვა ხეები არ დაზიანდეს. დაავადებული ხეებისგან მოქალაქეებმა სხეულის დაზიანებაც კი მიიღეს. ამიტომ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავიცილოთ. პრევენციის მიზნით, აუცილებლად განახორციელეთ შესაბამისი ღონისძიებები. ამის მოთხოვნა იმ სპეციალისტების მხრიდანაც არის, ვისაც აღნიშნული მიმართულება ძალიან კარგად ესმის. მოჭრილი ხეების ნაცვლად, აუცილებლად ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, რომელიც ნუსხით წინასწარ არის დამტკიცებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


კახა კალაძემ ნერგების ნუსხის დამტკიცებაში ჩართულ შესაბამის სამსახურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930