19-12-2018
საახალწლო დღეებში გარევაჭრობა დედაქალაქში 20-მდე ადგილზე იქნება ნებადართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს საახალწლოდ თავიანთი პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.
ეს ადგილებია:
გლდანი
• მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია;
• მარატნოზაძის ქუჩა;
• მუხიანი, ნოდარ დუმბაძის გამზირი, II მ/რ;
ნაძალადევი
• მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორია;
• მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორია;
დიდუბე
• „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
• მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩა;
• დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;
ვაკე
• მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია;
• მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორია;
საბურთალო
• ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩა;
• სპორტის სასახლის მიმდებარედ;
ისანი
• ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩა;
• ვაზისუბანი, I მიკრორაიონის მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
სამგორი
• ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, N10;
• მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ“, ჯავახეთის ქუჩა.