გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო  

24-01-2018


 

კონკურენციის სააგენტოშპსსიტროენ ჯორჯიასსაჩივარი დაუშვებლად ცნო. უწყების განცხადებით, საქმეზე მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს.

 

განცხადებას „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

“2017 წლის 12 დეკემბერს, შპსსიტროენ ჯორჯიამკონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპსსტრადა მოტორსის“, შპსიბერია ავტოს“, სსჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპსკია მოტორს ჯორჯიას“, შპსჯი-თი მოტორსისდა სსფრანს ავტოსმიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს (“კონკურენციის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა).

 

მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპსგარდაბნის თბოსადგურიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ.

 

წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო წარმოება მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით.

 

კერძოდ, საჩივარი გადაუგზავნა მოპასუხე კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს, მიიღო და გააანალიზა მათი საპასუხო პოზიციები; გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, შემოსავლების სამსახურისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან, საქპატენტისგან, იმ კომპანიების/უწყებებისგან, რომლებმაც მოითხოვეს შპსსიტროენ ჯორჯიასშავ სიაში შეყვანა და სხვა. ამავდროულად, თავად მომჩივანისგან რამდენჯერმე გამოითხოვა სხვადასხვა შინაარსის დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები.

კონკურენციის სააგენტომ დაამუშავა მიღებული ინფორმაცია და დაადგინა შემდეგი:

მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს და საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, „კონკურენციის შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევა), შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

1) შპსგარდაბნის თბოსადგურიარ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო და წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება მე-10 მუხლი, რომლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე კომპანიის მიმართ მოკვლევა ვერ დაიწყება;

2) სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჩივარში აღნიშნული 3 ტენდერი 2016 წლის ნოემბერში უკვე იყო გასაჩივრებული კონკურენციის სააგენტოში, სააგენტომ არ დაიწყო მოკვლევა და ეს გადაწყვეტილება კომპანიას არ გაუსაჩივრებია. არ არსებობს არცერთი ახლადაღმოჩენილი გარემოება და ასეთ შემთხვევაში, იმავე დავის საგანზე მოკვლევის დაწყებას კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება ამავე უწყების მიერ 2017 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერს (რომელიც არ იყო მოცული სააგენტოს ხსენებული გადაწყვეტილებით), შემსყიდველმა ორგანიზაციამ, სატენდერო მოთხოვნებიდან ამოიღოქრაშ ტესტი“, მათ შორის, კომპანიასიტროენ ჯორჯიასმოთხოვნისა და 4 ჩაშლილი ტენდერის შემდგომ, რაც, სააგენტოს პოზიციით, კონკურენციას კი არ ამცირებს, არამედ პირიქით - აფართოებს. შემსყიდველმა პირობები შეამსუბუქა, რაც კონკურენციის შეზღუდვად ვერ ჩაითვლება.

 

3) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, საჩივარში საუბარია 1 ტენდერზე, რომელშიც მოხდასიტროენ ჯორჯიასდისკვალიფიკაცია, რამდენიმე სატენდერო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობიდან გამომდინარე, რასაც მომჩივანისიტროენ ჯორჯიაასევე კონკურენციის შეზღუდვად აფასებს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს, შემდეგი გარემოებების გამო:

სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა ტენდერის გამოცხადებამდე წარმოებული ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მომჩივანმა ითხოვა ტენდერში მონაწილე კომპანიის სავალდებულო გამოცდილების ამოღება სატენდერო პირობებიდან, რათა მას, როგორც ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიას, ჰქონოდა ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მოთხოვნა დააკმაყოფილა სამინისტროს სატენდერო კომისიამ, რაც გამორიცხავს ბრალდებას, რომ სამინისტროს არ სურდა შპსსიტროენ ჯორჯიასმონაწილეობა ხსენებულ ტენდერში. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას - ავტომობილების შესაბამისი აპარატურით აღჭურვის (რეანიმობილად გადაიარაღების) კუთხით 5 წლიანი გამოცდილების აუცილებლობის შესახებ, ბაზრის წინასწარი კვლევისას შპსსიტროენ ჯორჯიასპრეტენზია არ გამოუთქვამს. ტენდერის პროცესში მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდასიტროენ ჯორჯიასპარტნიორი უკრაინული კომპანიის რეესტრში რეგისტრაციასთან და შესაბამისად 5 წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით (ხსენებული გადამოწმდა უკრაინის შესაბამის უწყებებთან). აღნიშნულ და სხვა სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, სატენდერო კომისიამ მოახდინა შპსსიტროენ ჯორჯიასდისკვალიფიკაცია, რაც კომპანიამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში..

 

ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სააგენტო მიიჩნევს, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ასაბუთებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერკონკურენციის შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც მოკვლევის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან შპსსიტროენ ჯორჯიასსაჩივრის განხილვა მოპასუხეების შპსსტრადა მოტორსის“, შპსიბერია ავტოს“, სსჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპსკია მოტორს ჯორჯიას“, შპსჯი-თი მოტორსისდა სსფრანს ავტოსმიერ შესაძლო შეთანხმებულ მოქმედებაზე მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტაციის, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და შეფასებას, კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოკვლევა აღნიშნული მოპასუხეების მიერკონკურენციის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის შესწავლას პერიოდულად ახორციელებს“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031