გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა

24-01-2018

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებელ ბექა წიქარიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილი საპატიმროში 14 დღეს გაატარებს. შესაბამისად, სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე საათით გათავისუფლებული ბექა წიქარიშვილი ისევ დააკავეს.  

სასამართლომ განმარტა, რომ სხვა ადმინისტრაციული სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებს. 

წიქარიშვილს სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ასევე მის მიერ ფანჯრის ჩამტვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როგორც ცნობილია, ბექა წიქარიშვილი რეჟისორ თორნიკე ბზიავასთან ერთად გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. წიქარიშვილმა და ბზიავამ გიორგანაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება გააპროტესტეს და სასამართლოს შენობის ფანჯარას ქვა ესროლეს, რაზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ წიქარიშვილის საქმეზე პროცესი დღეს დილით იყო ჩანიშნული, თუმცა დაცვის მხარის მოთხოვნით რამდენიმე საათით გადაიდო, პროცესის გამართვამდე კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.  


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031