გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი გოგიჩაიშვილი: არც დათო კიკალიშვილი წასულა ევროპის ხიბლით არხიდან და არც მე ვიქნები უკანასკნელი ვინც წავა- არაფერზე გული არ მწყდება  

24-01-2018


 

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის შესახებ კომენტარს აკეთებს და არხიდან წასვლის მიზეზებს ხსნის. ის არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას აკრიტიკეს და ერთპიროვნულად სიუჟეტების დაბლოკვაში ადანაშაულებს.

 

,,არ მესმის როდესაც არხის დირექტორი ქათმის ბარკლებს პირადად უკეთებს რეკლამას ეთერში, არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი და არ ესმის რომ ჟურნალისტები რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით - კადრების განყოფილებიდან ერთი სატელეფონო ზარი ამას ნამდვილად არ შველის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დათო კიკალიშვილი ევროპის ხიბლით წავიდა არხიდან, ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელფასისა თუ უხელფასობის გამო მივდივარ - ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ვიქნები უკანასკნელი ვინც წავა - ასევე ცდება - თუ დირექტორმა არ იცის რაზე საუბრობენ თანამშრომლები, რა აწუხებთ და რაზე აქვთ პროტესტი - ჩვენ მაინც ხომ ვიცით, და, თუ რამე მეშლება შემისწორეთ, თუ ვინმეს ვაწყენინე - ბოდიში. არაფერზე გული არ მწყდება იმ ძალიან კარგ ადამიანებს გარდა ვისაც ყოველდღე ვხედავდი და ახლა უბრალოდ ხშირად ვერ ვნახავ და ვერც მათ გვერდით დავიცავ არხის იმიჯს - წარმატებები ყველას", - წერს აკაკი გოგიჩაიშვილი.


 primetimenews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031