გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ფონდი „ქართუს“ კარი 15 იანვრამდე ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს დასახელებულ პირობებს

31-12-2018

15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრობლემური სესხების განულების პროგრამის მიმდინარეობის კომენტირებისას.


მისი თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს.
„ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა,ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ აღნიშნულ პროგრამას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031