გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019” მიიღებს მონაწილეობას

31-12-2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო საფრანგეთში, კულინარიულ გამოფენაზე „Sirha 2019” პირველად წარდგება.


სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული გასტრონომიის უნიკალურობის წარმოჩენა და მისი, როგორც ბრენდის შექმნა დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე. „Sirha 2019“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ქართული კულტურის უნიკალურობა და, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნოს.
საქართველოს გამოფენაზე წარადგენს გასტრონომიული გუნდი ლევან ქოქიაშვილის ხელმძღვანელობით.


„Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.


გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნესსაკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930