გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქაცარავა რეანიმაციაში მოათავსეს

24-01-2018

"ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო რეანიმაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, ავრცელებს.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში, გვერდში "ძალა ერთობაშია" პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.


"მეგობრებო! სამწუხაროდ, გულთან დაკავშირებული პრობლემების, სავარაუდოდ, ნერვოზული ფონის გამო, წუხელ დათო ქაცარავა ჩაფიძის კლინიკის რეანიმაციაში მოხვდა.
მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
მალე გვეცოდინება გამოკვლევის ზუსტი პასუხები.
მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, დეტალებს გაგაგებინებთ",- წერს ბერულავა.

digest

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728