გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Chatham House» (დიდი ბრიტანეთი): სააკაშვილის განცხადებებმა გრიგოლ ვაშაძეს წარმატების შანსი შეუმცირა

4-01-2019

„ოპოზიციაისათვის მიზანშეწონილია სალომე ზურაბიშვილს ნორმალური მუშაობის შანსი მისცეს და შეწყვიტოს შეურაცხმყოფელი განცხადებები“-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევების სფეროს ანალიტიკური ცენტრის გამოცემაშია ნათქვამი.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ქეით მალინსონის ავტორობით გამოქვეყნებული მასალიდან:


„მიხეილ სააკაშვილი თავისი პარტიისათვის ერთდროულად წყალობაც არის და წყევლაც, იგი მისი მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ ექს-პრეზიდენტის გადაჭარბებულმა აქტიურობამ და ინიციატივებმა, როგორც ჩანს, გრიგოლ ვაშაძის წარმატების შანსები შეამცირა.


რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რომელიც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, სალომე ზურაბიშვილი შეეცდება სრულიად უარყოს მართვის ის კონფლიქტური წესი, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და სხვა ლიდერებს ახასიათებდათ. მას აქვს რუსეთთან მოლაპარაკების წარმოების მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანას უკავშირდება. საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება მიზანშეწონილი იქნება.


ამავე დროს, არჩეულ პრეზიდენტს ყველა შესაძლებლობა აქვს ქვეყნის დასავლური ვექტორი გააგრძელოს. თუმცა, ტერიტორიული პრობლემების მოუგვარებლობის გამო, საქართველო საეჭვოა, რომ ახლოვადიან პერსპექტივაში ნატოს წევრი გახდეს. ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს, არ აქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოში დემოკრატია სტაბილურად განავითაროს. ეს უფრო პარტიებსა და მათ ლიდერებზეა დამოკიდებული“-წერს ბრიტანელი ანალიტიკოსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930