გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„მოგვიწევს, კვირიკაშვილის „პრიჩოსკით“ ვიაროთ“ – ენმ საახალწლო ნაძვის ხეზე დამონტაჟებული „ოცნების“ სლოგანის დემონტაჟს ითხოვს

20-12-2017

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში საახალწლო ნაძვის ხეზე დამონტაჟებული სლოგანის – „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ დემონტაჟს მოითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა დღეს, საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანა. მისი თქმით, „1ქართული ოცნების“ პარტიული სლოგანის საახალწლო სლოგანად გამოყენება მიუღებელია.
„კახი კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ახალი წელი არ არის პარტიული ღონისძიება, კორპორაციული წვეულება. წარმოიდგინეთ,რომ წინა ხელისუფლების დროს, ოდესმე ვინმეს დაეწერა ნაძვის ხეზე “საქმე ლაპარაკის ნაცვლად” ან “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ იქნებოდა ისევე, როგორც პარტიული სლოგანის დატანა დღეს საახალწლო ნაძვის ხესთან არ არის სწორი. შესაბამისად, მივმართავთ სასამრთლოს, რომ 24 საათში მიიღოს გადაწყვეტილება და მოხდეს ამ პარტიული სლოგანის დემონტაჟი.”ქართულ ოცნებას” და კალაძეს თავიანთი სლოგანები შეუძლიათ დაიტანონ ბანერებზე, პლაკატებზე და არა საახალწლო ნაძვის ხეზე. ახალი წელი ყველასია. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, მაშინ სასამართლო გვეტყვის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჩრდილოეთ კორეაში და ხვალ მოგვიწევს კვირიკაშვილის მსგავსად, როგორი “პრიჩოსკსაც” მას აქვს, ყველამ ისე ვიაროთ. ეს იყო პარტიული სლოგანი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც მოვიპოვეთ და მოვიტანეთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წყარო:"სივაისჯი"
http://cyc.ge/ 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930