გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: როდესაც ადვოკატი არ მოდის, იმ დღეს თავს იმ „ბალღივით“ ვგრძნობ, რომელსაც საბავშვო ბაღში არ მიაკითხეს

20-12-2025

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.


როგორც სააკაშვილი ამბობს, როდესაც ადვოკატი აკითხავს, ის თავს საბავშვო ბაღში მიტოვებული „ბალღივით“ გრძნობს.


„რაც შეეხება რუტინას. დღეში ერთხელ ადვოკატს ვხვდები და როცა ზოგჯერ ვერ მოდის, თავს იმ ბალღივით ვგრძნობ, საბავშვო ბაღში რომ არ მიაკითხეს“ - წერს სააკაშვილი.


შეგახსენებთ, რომ მანამ, წლების განმავლობაში, პატიმრობამისჯილი სააკაშვილი  კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მან რამდენიმე მძიმე ავადმყოფობა, მათ შორის დემენცია დაამარცხა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930